მოდით, ერთად აღვნიშნოთ თარჯიმანთა დღე მთელ მსოფლიოში Powwow-ების მოწყობით!
ناشر الموضوع: RominaZ
RominaZ
RominaZ  Identity Verified
الأرجنتين
أنجليزي إلى إسباني
+ ...
Jul 31, 2007

შევიკრიბოთ და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი პროფესიის დღესასწაული


ძვირფასო ProZ-ელებო,

გიწვევთ თარჯიმანთა დღის აღსანიშნად ProZ.com-ის საზოგადოებასთან ერთად, რისთვისაც მოეწყობა Powwow-ები მ
... See more
შევიკრიბოთ და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი პროფესიის დღესასწაული


ძვირფასო ProZ-ელებო,

გიწვევთ თარჯიმანთა დღის აღსანიშნად ProZ.com-ის საზოგადოებასთან ერთად, რისთვისაც მოეწყობა Powwow-ები მთელ მსოფლიოში!

თარჯიმანთა დღესა და შაბათ-კვირას, 28, 29 და 30 სექტემბერს, დედამიწის გარშემო ყველგან გაიმართება თარჯიმანთა უდიდესი ზეიმი. ყველა ქალაქში შეიკრიბებიან ამ პროფესიის წარმომადგენლები ProZ.com-ის Powwow-ებზე თავიანთი დღის აღსანიშნავად. ეს მთელი მსოფლიოს თარჯიმანთა აქამდე არნახული ყველაზე დიდი შეკრება იქნება!

ერთმანეთს შევეხმიანებით სხვადასხვა Powwow-ებიდან, რითაც ეს მოვლენა უნიკალურ სახეს მიიღებს და საშუალებას მოგვცემს მისალმება გავუგზავნოთ ჩვენს კოლეგებს მთელ მსოფლიოში. დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ, როდესაც ეს თარიღი მოახლოვდება.

აქამდე არასოდეს ყოფილხართ Powwow-ზე?

არ გამოტოვოთ კოლეგებთან შეხვედრისა და ერთმანეთისათვის ხმის მიწოდების ეს უნიკალური შესაძლებლობა. ProZ.com-ის Powwow არის უფასო, არაოფიციალური შეკრება -- მხოლოდ ერთმანეთს შეხვდებით და სულ ეს არის! დააწკაპუნეთ Powwow-ს დაფაზე და გააფორმეთ Powwow თქვენთან ახლოს.

ვერ ხედავთ დაგეგმილ Powwow-ს თქვენთან ახლოს? შემოგვთავაზეთ იგი!

თუ Powwow არ არის დაგეგმილი თქვენთან ახლოს, შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ მისი მოწყობა. თუ ProZ.com-ის წევრი ხართ, ან საიტზე დამოწმებული გაქვთ პირადობა, Powwow-ს მოწყობა თქვენს ქალაქში მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის უნდა შეარჩიოთ დრო და ადგილი (მაგალითად, რესტორანი), შემდეგ კი დაესწროთ დანიშნულ შეხვედრას. არ დაგჭირდებათ ამ შეხვედრის რეკლამირება ან სიტყვით გამოსვლა მასზე; მის რეკლამირებას ProZ.com უზრუნველყოფს, ხოლო შეხვედრის ჩატარება მხოლოდ თქვენზეა მინდობილი. მოსინჯეთ და შესაძლოა თქვენთვის საინტერესოც აღმოჩნდეს, თუ როგორ ცხოვრობენ მეზობელი ProZ-ელები!

თქვენი Powwow-ს შემოსათავაზებლად დააწკაპუნეთ აქ .

გლობალურ ზეიმში მონაწილეობა უდაოდ წარმოადგენს უნიკალურ, ერთდროულ გამოცდილებას. გახდით ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების ნაწილი!

მონაწილეობის მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მისამართზე: [email protected]

საუკეთესო სურვილებით,
რომინა

[Subject edited by staff or moderator 2007-08-01 06:52]
Collapse


 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
جورجيا
Local time: 12:11
عضو (2004)
أنجليزي إلى جيورجي
+ ...

مشرف على هذا المنتدى
შესანიშნავი აზრია Jul 31, 2007

RominaZ wrote:

შევიკრიბოთ და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი პროფესიის დღესასწაული


ძვირფასო ProZ-ელებო,

გიწვევთ თარჯიმანთა დღის აღსანიშნად ProZ.com-ის საზოგადოებასთან ერთად, რისთვისაც მოეწყობა Powwow-ები მთელ მსოფლიოში!

თარჯიმანთა დღესა და შაბათ-კვირას, 28, 29 და 30 სექტემბერს, დედამიწის გარშემო ყველგან გაიმართება თარჯიმანთა უდიდესი ზეიმი. ყველა ქალაქში შეიკრიბებიან ამ პროფესიის წარმომადგენლები ProZ.com-ის Powwow-ებზე თავიანთი დღის აღსანიშნავად. ეს მთელი მსოფლიოს თარჯიმანთა აქამდე არნახული ყველაზე დიდი შეკრება იქნება!

............

საუკეთესო სურვილებით,
რომინა


რას იტყვით თბილისში Powwow-ს მოწყობაზე? მე მგონი შესანიშნავი აზრია. თუ საქართველოს გარეთ მყოფი ქართველი თარჯიმნებიც გამოთქვამენ მასში მონაწილეობის მიღების სურვილს, ონლაინ-კონფერენციის მოწყობაც შეგვიძლია. სურვილის მიხედვით, შეგვიძლია ერთ-ერთი ან ორივე ვარიანტი განვახორციელოთ.

გთხოვთ, თქვენი აზრი მოგვაწოდოთ.

მაია


 
Levan Namoradze
Levan Namoradze  Identity Verified
جورجيا
Local time: 12:11
عضو (2005)
أنجليزي إلى جيورجي
+ ...
აღვნიშნოთ Aug 1, 2007

აღვნიშნოთ, ბატონო, აღვნიშნოთ! ”მზად ვარ”!

 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
جورجيا
Local time: 12:11
عضو (2004)
أنجليزي إلى جيورجي
+ ...

مشرف على هذا المنتدى
ე.ი. აღვნიშნოთ არა? Aug 1, 2007

Levan Namoradze wrote:

აღვნიშნოთ, ბატონო, აღვნიშნოთ! ”მზად ვარ”!


ე.ი. არა ხარ წინააღმდეგი რომ აღვნიშნოთ? ძალიან კარგი, მაშინ აღვნიშნოთ

რომელი დღე ჯობს, პარასკევი თუ შაბათ-კვირა?

რა ფორმით აღვნიშნოთ -- სადმე შევიკრიბოთ, ექსკურსია მოვაწყოთ თუ ონლაინ კონფერენცია ჩავატაროთ?


 
Levan Namoradze
Levan Namoradze  Identity Verified
جورجيا
Local time: 12:11
عضو (2005)
أنجليزي إلى جيورجي
+ ...
:-) Aug 1, 2007

ჰო, მაგრამ მე და შენ ხომ არ აღვნიშნავთ მარტო? ჯერ-ჯერობით ორნი ვართ (როგორც ყოველთვის).

 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
جورجيا
Local time: 12:11
عضو (2004)
أنجليزي إلى جيورجي
+ ...

مشرف على هذا المنتدى
MSN-ით? Aug 1, 2007

თუ მარტო მე და შენ გამოვთქვამთ სურვილს, ამას 2 წუთშიც მოვახერხებთ MSN-ით)))))

 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
جورجيا
Local time: 12:11
عضو (2004)
أنجليزي إلى جيورجي
+ ...

مشرف على هذا المنتدى
გავაფორმებ და ვნახოთ რა გამოვა... Aug 1, 2007

გადავწყვიტე Powwow-ს შეთავაზება გავაფორმო თბილისში, სავარაუდოდ 29 სექტემბრისთვის. შემდეგ კი ამ თარიღამდე გაირკვევა თუ რა ფორმითა და სად მოვაწყობთ შეხვედრას, ან საერთოდ მოვაწყობთ თუ არა. ვნახოთ, რა გამოვა...

[Edited at 2007-08-01 16:31]


 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
جورجيا
Local time: 12:11
عضو (2004)
أنجليزي إلى جيورجي
+ ...

مشرف على هذا المنتدى
გავაფორმე Aug 5, 2007

დაინტერებულ პირებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ: http://www.proz.com/powwow/1484

თუ საქართველოში ვერ იქნებით ამ პერიოდში, შეგვიძლია შეკრება ონლაინ რეჟიმში ჩავატაროთ დათქმულ დროს. ასე რომ, ეს ნუ დაგაბრკოლებთ.

ველი გამოხმაურებებს

მაია


 


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

مشرفو هذا المنتدى
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

მოდით, ერთად აღვნიშნოთ თარჯიმანთა დღე მთელ მსოფლიოში Powwow-ების მოწყობით!






TM-Town
Manage your TMs and Terms ... and boost your translation business

Are you ready for something fresh in the industry? TM-Town is a unique new site for you -- the freelance translator -- to store, manage and share translation memories (TMs) and glossaries...and potentially meet new clients on the basis of your prior work.

More info »
CafeTran Espresso
You've never met a CAT tool this clever!

Translate faster & easier, using a sophisticated CAT tool built by a translator / developer. Accept jobs from clients who use Trados, MemoQ, Wordfast & major CAT tools. Download and start using CafeTran Espresso -- for free

Buy now! »